მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით - Reuters

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი

პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით, - ამის შესახებ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანგმა განაცხადა. 

მედიის ცნობით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ბირთვულ საფრთხეებს უპასუხისმგებლო უწოდა.

როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იტყობინება, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა უკრაინის მიმართ ჩინეთის პოლიტიკაზე.

ცნობისთვის, დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს უპასუხისმგებლო განცხადებებში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პეკინი ნამდვილად გამოხატავდა გარკვეულ უკმაყოფილებას მოსკოვის მიმართ {რუსეთის მხრიდან დაუფიქრებელი რიტორიკის}, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ფორმალურად ჩინეთის პარტნიორია.

„ვფიქრობ, ასევე, უდავოა, რომ ჩინეთი გაკვირვებული არის რუსეთის ომის მიმდინარეობით”, - აღნიშნა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

✔️ აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, თურქეთი მზად არის, დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო დიალოგის მიღწევაში - ერდოღანი

✔️ „ახლა არის მომენტი, როცა შეუქცევადი გახდა უკრაინის წარმატება მათი ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ისინი იბრძვიან და ათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“ - ზაზა გოგავა

✔️ „სასტიკი და სისხლიანი წელი იქნება“ - უკრაინელები არ გაჩერდებიან ხერსონთან და გააგრძელებენ კონტრშეტევას - NYT