მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინეთი წლის ბოლომდე ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება - ფინური მხარე

ფინეთი

ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი მიიჩნევს, რომ სკანდინავიური ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს და მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლოა, სამხედრო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამის შესახებ მან ჰელსინკიში გამოსვლისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - აღნიშნა კაიკონენმა.

ფინეთი ამჟამად ნატოს საქმიანობაში მონაწილეობს, როგორც დამკვირვებელი. 

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთის მომავალი გაწევრიანება ნატოში და ეროვნული თავდაცვის ჰარმონიზაცია, როგორც ნატოს ერთობლივი თავდაცვის ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფინეთის თავდაცვის სფეროში.

მინისტრი მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობის წყალობით, ფინეთის თავდაცვის ძალების სამხედრო თავსებადობა ნატოსთან უკვე მაღალ დონეზეა. სამომავლოდ მხარეები გადაწყვეტენ ტექნიკურ დეტალებს, ასევე გააძლიერებენ მზადყოფნას ერთობლივ წვრთნებში.

გარდა ამისა, მისი თქმით, მომავალში ფინეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება ნატოსთან თანამშრომლობაში.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე თვლის, რომ მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა სწრაფად დაამტკიცა ფინეთის განაცხადი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ნიშნავს ვაშინგტონის სრულ მხარდაჭერას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ ალიგატორის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა - შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“