მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი გააგრძელებს ომს უკრაინაში წლების განმავლობაში - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი

პუტინი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და რომ ომის გახანგრძლივება მისი საუკეთესო დარჩენილი ვარიანტი შეიძლება იყოს, - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს, ალბათ, არ სურს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ნატოს ძალებთან, მაგრამ ამის პოტენციალი არსებობს.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა კონგრესს განუცხადა, რომ უკრაინის ომი იქცა გამანადგურებელ ომად, რომელშიც არც ერთ მხარეს არ აქვს საბოლოო სამხედრო უპირატესობა.

„ჩვენ არ ვპროგნოზირებთ, რომ რუსული არმია საკმარისად აღადგენს ძალებს ამ წელს, რათა მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაპოვარი მიიღოს, თუმცა პუტინი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და რომ ომის გახანგრძლივება, მათ შორის ბრძოლებში შესაძლო პაუზებით, შეიძლება იყოს მისი საუკეთესო ვარიანტი უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბახმუტის აღება რუსულ ჯარებს სხვა ქალაქებისკენაც გაუხსნის გზას - ზელენსკი

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სუ-25 და ოკუპანტების თითქმის 20 დრონი - უკრაინის გენშტაბი

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN