მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

 ევროკომისიის ხელმძღვანელი

„პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ  უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას. 

„პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის. ყველა ტერიტორია, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ არასამართლებრივადაა ოკუპირებული უკრაინული მიწაა და ყოველთვის ამ სუვერენული ქვეყნის ნაწილი იქნება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის აქტზე ხელმოწერის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში სასწრაფო წესით შესვლა მოითხოვა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 30 სექტემბერს პირდაპირი ჩართვის დროს გაკეთებული განცხადებები:

📌 „შეწყვიტეთ ცეცხლი დაუყოვნებლივ, დავიწყოთ მოლაპარაკება - ამისთვის მზად ვართ“ - ვლადიმერ პუტინი კიევს

📌 „გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები გახდებიან“ - ვლადიმერ პუტინი

📌 ჩამოიხსნეს ნიღბები, დაგვანახვეს ნამდვილი სახე - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე

📌 პუტინმა უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის აქტს ხელი მოაწერა

📌 „აშშ ჯერ კიდევ ახორციელებს გერმანიის, იაპონიის, კორეის და სხვა ქვეყნების ოკუპაციას“ - ვლადიმერ პუტინი

📌 „დასავლეთს არ ასვენებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არის ასეთი დიდი ქვეყანა ბუნებრივი სიმდიდრით და რესურსებით“ - ვლადიმერ პუტინი

📌 „ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, იშვიათად დაიბანონ, სახლში თბილად ჩაიცვან“ - ვლადიმერ პუტინი