მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსები არიან შეკრებილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

ამასთან, მედიკოსები საავადმყოფოში იბარებენ ჯანდაცვის მინისტრსაც. 

იმ შემთხვევაში თუ დაიწყება საავადმყოფოს დემონტაჟი, რა ბედი ელის დასაქმებულებს - სწორედ ეს კითხვა აქვთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ ექიმებს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან. 

ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორთანაც სურდათ გასაუბრება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. 

„გვაინტერესებს კლინიკის მომავალი როგორ განვითარდება, ამისთვის ვართ შეკრებილი რომ ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება. მნიშვნელოვანია სწორი განმარტება მივიღოთ იმის შესახებ რა და როგორ იქნება“, - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტვ „პირველთან“ საუბარში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ ნატო - რუსული ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა

✔️ ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის ბირთვული გეგმის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს

✔️ ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს

✔️ მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ