მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

ივან ფიოდოროვი, მელიტოპოლის მერი

მელიტოპოლში, დამპყრობლების 10 კაციანმა ჯგუფმა ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ქალაქის მერი უარს ამბობდა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე, რის გამოც რუსების 10 კაციანმა ჯგუფმა ის გაიტაცა და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

„გატაცების დროს თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. მტრებმა ის ქალაქის კრიზისულ ცენტრში აიყვანეს, სადაც უკრაინის ქალაქისთვის სასიცოცხლო დახმარებას ეწეოდა. ივან ფედოროვის კაბინეტში უკრაინის დროშა იყო“, - ნათქვამია გერაშჩენკოს შეტყობინებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტიტანების ბრძოლაში არ მოვყვეთ, თორემ აუცილებლად გავისრისებით - მამუკა არეშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

✔️ რამდენი დრო დარჩა პუტინს? - შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში

✔️ საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო - რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს

✔️ „საბჭოთა კავშირის მოყვარულებო, გილოცავთ, თქვენი ოცნებები ახდა... საკვების სრული დეფიციტი გელოდებათ“ - უკრაინელი ექსპერტი

✔️ „ჩვენ არ ვიცით, სად მთავრდება პუტინის მადა“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი