მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ე.წ. ბუსტერი გაიკეთა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს სულ მცირე ოთხი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და ამჟამად ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა სტივენ პაიფერმა განაცხადა. 

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

„კრემლმა ბევრი შეცდომა დაუშვა. უპირველეს ყოვლისა, მან მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა უკრაინაში წინააღმდეგობის მასშტაბები და ინტენსივობა“, - აღნიშნა პაიფერმა.

მისი თქმით, დასავლელი ექსპერტების უმეტესობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები ძლიერ, მტკიცე და გაბედულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ამიტომ გასაკვირია, რომ მოსკოვმა ეს გაფრთხილებები თავის გეგმებში არ გაითვალისწინა.

„კრემლის მეორე შეცდომა არის რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების რეალური გადაფასება“, - განაცხადა ექსპერტმა. მისი თქმით, ამან სერიოზული პრობლემები გამოიწვია ოპერაციების დროს.

მესამე არასწორი გათვლა, პაიფერის აზრით, იყო დასავლეთის ძლიერი და ერთიანი რეაქცია, რაც რუსეთისთვის იყო მოულოდნელი. ეს ეხება როგორც ნატოს ერთიანობას, ასევე, რეალურ სამხედრო დახმარებას უკრაინას სულ მცირე 2 ათეული მოკავშირის მხრიდან და უპრეცედენტო სანქციებს.

„რუსები არ მოელოდნენ, რომ მათი ბანკები გაითიშებოდა SWIFT-დან ან რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციებს“, - აღნიშნა პაიფერმა.

პუტინმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერიოზულად გააძლიერა სავალუტო რეზერვები. ცენტრალურ ბანკს 600 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა და ახლა ამ ფულის უმეტესი ნაწილი, რომელიც დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებში იყო განთავსებული, დაბლოკილია. რუსეთი, ასევე, ეყრდნობოდა საკუთარ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს, მაგრამ დასავლეთი ახლა რუსული ოქროს წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.

გარდა ეკონომიკური კოლაფსისა, კრემლმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა - არ ელოდა სამხედროებს შორის მასშტაბურ დანაკარგებს. და რაც არ უნდა უნდოდეს რეჟიმს მსხვერპლის დამალვა, საზოგადოების ნეგატიური რეაქცია ახლა იწყებს გამოვლენას.

პაიფერის  თქმით, კრემლის ლიდერს შეეძლო ეს შეცდომები დაეშვა, რადგან მისი ახლო წრე მას „ძალიან ვიწრო“ ინფორმაციას აწვდიდა და ეშინოდა სიმართლის თქმა მანამ, სანამ პუტინი თავდასხმას გადაწყვეტდა. გარდა ამისა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.

„ვფიქრობ, ამჟამინდელი ვლადიმირ პუტინი არ არის ის პუტინი, როგორიც იყო ათი ან თხუთმეტი წლის წინ“, - განაცხადა პაიფერმა.

მან განმარტა, რომ წარსულში კრემლის ლიდერი საგულდაგულოდ ითვლიდა თავის ნაბიჯებს, გადაწყვეტილების მიღებამდე აწონ-დაწონიდა რისკებს.

პაიფერის თქმით, პუტინი გახდა ემოციურად დამოკიდებული და მანკიერი ლიდერი, პარანოიის გამოვლინებით, რომელიც დაკავშირებულია პირად უსაფრთხოებასთან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის შტურმი გადაიფიქრეს - ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ