„თუ ბოსნია და ჰერცეგოვინა მოსკოვის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანიზაციას ნატოს შეუერთდება, რუსეთი პროპორციული პასუხის უფლებას იტოვებს“, - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა სარაევოში იგორ კალაბუხოვმა რუსეთის დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
👉 კარასინი საქართველოში დესტაბილიზაციას აანონსებს
„ბოსნია და ჰერცეგოვინა თავისუფალია გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი მსოფლიო ასპარეზზე, შეუერთდეს ნებისმიერ ორგანიზაციას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვას. თუ მოქალაქეთა უმრავლესობას ეს სურს და ეს ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ბოსნიის ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ქვეყანა შეუერთდება ბლოკს, რომლის მთავარი მიზანია რუსეთის განადგურება, მაშინ რუსეთის ფედერაციას „აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“.
ელჩის თქმით, სანამ ბოსნია არ მიიღებს ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, თავდაცვის გაძლიერება საჭირო არ იქნება.
ბოსნია მონაწილეობს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში, მაგრამ მცირე პროგრესი აქვს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით.
ბოსნიელი სერბები ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას და ასევე უარს აცხადებენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებაზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 🎥 შსს ბადრი ესებუას დაკავების კადრებს ავრცელებს
👉 რუსეთს დიდი შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს - ISW