მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ წერს. 

მისი თქმით, მსოფლიომ პუტინი უნდა შეაჩეროს და ახლა მოქმედების დროა. 

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მშვიდობიანი უკრაინის ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, - წერს კულება. 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ამავე თემაზე:

🔴 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

🔴 პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

🔴 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

🔴 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო