მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

რუსული ჯარის რაოდენობა გაიზარდა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ზე დაყრდნობით „უნიანი“ იუწყება. 

როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას თეთრი სახლის ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასით გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი იქ 16 თებერვალს ჩავიდა.

ტელეკომპანიის ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის სიახლოვეს რუსეთში და ბელარუსში 150 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მყოფი ქვედანაყოფები, რომლებმაც წვრთნები დაასრულეს, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდებიან. ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსული ჯარის გაყვანის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ დადასტურებული ცნობების მიღების შემდეგ ენდობა. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საფრთხე ჯერ კიდევ არ მოხსნილა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  „ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

🔴  ნატო: რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება