მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს არ აქვს სრული კონტროლი სოლედარსა და ბახმუტზე, სასტიკი ბრძოლა გრძელდება - კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიას არ აქვს სრული კონტროლი ბახმუტსა და სოლედარზე - იქ კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

გარდა ამისა, კირბიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მიაღწიეს ეტაპობრივ წინსვლას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მათ ძვირი დაუჯდათ - შეიარაღებული ძალების პოზიციები ფაქტობრივად იბომბება.

კირბიმ, ასევე,  აღნიშნა, რომ სოლედარს და ბახმუტს ძირითადად თავს ვაგნერის ჯგუფი ესხმის.

თეთრი სახლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონბასში, განსაკუთრებით სოლედართან, სასტიკი ბრძოლა გრძელდება. იქ, აშშ-ის ცნობით, ტერიტორიის კონტროლი კვლავ სადავოა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა დასძინა, რომ პრიგოჟინს სურს ბრძოლის ველზე უფრო აქტუალური, წარმატებული და შეუცვლელი იყოს, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები.

კირბიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ამის გამო დაძაბულობაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინის Wagner PMC დაქირავებულ მებრძოლებს შორის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ

✔️ აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას გეგმავს, რომელშიც „სკაილერის“ ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა - CNN 

✔️ რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - ანჯეი დუდა

✔️ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი