მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, მტკიცებულებები წარმოადგინეთ“ - სიმონიანი

ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

მისი თქმით, მომხდარი „ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული“. 

„სანამ რამეში დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, ეცადეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ. უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რაიმე ჩამოვარდა, ეს უკრაინული S-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი „რეისი“ იქნება. ალბათობა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე ასცდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული“, – აცხადებს სიმონიანი.

ცნობისთვის, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

👉 უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი თემურ მაჭარაშვილია

👉 „კლიტე ოდესისა არის უკრაინის ხელში, ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება“ - ზაქარეიშვილი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

👉 რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში ჯარებს შეიყვანს - ISW

👉 უკრაინული ძალები რუბიჟნესა და კრემენაიას უახლოვდებიან, ლუგანსკის მიწა სავსეა რუსების გვამებით - სერგეი გაიდაი