მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში ჯარებს შეიყვანს - ISW

რუსი სამხედროები

ხერსონის ოლქიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში ჯარებს შეიყვანს, ამის გამო, სამხედრო ოპერაციები რეგიონის დასავლეთში და ბახმუტისა და დონეცკის გარშემო შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

„რუსული ძალები, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე წარმატებას მიაღწევენ უახლოეს დღეებში და კვირებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს წარმატებები ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყოს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონბასში მიმდინარეობს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე იფიქროს - ალექსანდრე გრუშკო

✔️ ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

✔️ ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს „თაღლითი ქვეყანა“ უწოდა

✔️ პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით - Reuters