მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კლიტე ოდესისა არის უკრაინის ხელში, ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება“ - ზაქარეიშვილი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

კონფლიქტოლოგი

„კლიტე ოდესისა არის უკრაინის ხელში. ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას და ვერ გავა მოლდოვაზე, ვერ გადავა დნესტრისპირეთზე, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ რუსები ბრძოლის ველზე მარცხდებიან.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსებს ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ შავი ზღვის ჩაკეტვა აღარ შეუძლია.  

„ეს არის ფანტასტიკური გამარჯვება. პირველ რიგში, რუსეთს ჩაუვარდა კიევის და ხარკოვის აღების პროგრამა, შემდეგ მოუწია უკან დახევა აღმოსავლეთის ფრონტიდან და მესამე, როცა უკვე რუსეთმა პრაქტიკულად სტრატეგიულად გადაიფიქრა ოდესის მიმართულებით შეტევა. შავი ზღვის ჩაკეტვა მას აღარ შეუძლია, მან დაიხია უკან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონიდან დაიხია - ეს ნიშნავს იმას, რომ კლიტე ოდესისა არის უკრაინის ხელში. ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას და ვერ გავა მოლდოვაზე, ვერ გადავა დნესტრისპირეთზე, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება, მართლაც ფანტასტიკური, მაგრამ უფრო მეტია სიმბოლური გამარჯვება, მორალური გამარჯვება.

უკრაინელმა ხალხმა კიდევ დაიჯერა, რომ ისინი გაიმარჯვებენ, წელში გამართულები არიან და ენდობიან თავიანთ ლეგიტიმურ მმართველს ზელენსკის. ეს არის მორალური და სტრატეგიული  დამარცხება რუსეთის. რუსები ხვდებიან, რომ მარცხდებიან და მარცხდებიან. არ ვლაპარაკობ ელიტაზე და პუტინზე, ვლაპარაკობ ხალხზე. ისინი ხვდებიან, რომ ხაფანგში არიან მოქცეულები. 

გაზაფხულამდე საომარი მოქმედებები გაიწელება. უკრაინამ ახლა ამ დროს ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში უნდა აჩვენოს წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ წარმატების ტემპერატურა არ დაეცეს. ახლა მოლაპარაკებაზე საუბარი არის სიგიჟე და ვერავინ ვერ გაუბედავს ზელენსკის ამაზე  ლაპარაკს. 

თითქმის წართმეული ხერსონი რუსეთმა აღიარა დამოუკიდებლად და პუტინმა თავისი თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში. ყველა ხვდება, რუსეთი არაა სანდო და არ შეიძლება მათი ნდობა. ბრწყინვალე სტრატეგიული, შეცდომა დაუშვა რუსეთმა ხერსონის აღიარებით“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდა

👉 რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში ჯარებს შეიყვანს - ISW

👉 „მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უკრაინისთვის“ - ბაიდენი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

👉 დროა დასრულდეს რუსეთის დესტრუქციული ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია - სი ძინპინი