მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული ძალები რუბიჟნესა და კრემენაიას უახლოვდებიან, ლუგანსკის მიწა სავსეა რუსების გვამებით - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

უკრაინული ძალები რუბიჟნესა და კრემენაიას უახლოვდებიან, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

„ლუგანსკის ოლქში ახლა საკმაოდ სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ძალები თანდათან უახლოვდებიან დიდ ქალაქებს, კერძოდ, რუბიჟნესა და კრემენაიას.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ ახერხებენ ძალიან სწრაფად წინსვლას ლუგანსკის რეგიონში, რადგან მტერმა იქ მცირე მომზადება მოახერხა,  მათ შექმნეს თავდაცვითი სტრუქტურები და რეზერვების მოგროვება მოახერხეს.

ლუგანსკის მიწა სავსეა რუსების გვამებით. ცხედრებს არავინ აგროვებს. რუსული სასაფლაო დღითი დღე უფრო დიდი ხდება“, - აღნიშნავს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი თემურ მაჭარაშვილია

👉 „კლიტე ოდესისა არის უკრაინის ხელში, ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება“ - ზაქარეიშვილი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

👉 რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში ჯარებს შეიყვანს - ISW

👉 დროა დასრულდეს რუსეთის დესტრუქციული ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია - სი ძინპინი