მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა - BBC

ამერიკული დრონი

რუსული გამანადგურებელი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა, - ამის შესახებ BBC ამერიკელი სამხედროების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ამერიკული დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც ორი რუსული თვითმფრინავი მას აედევნა.

აშშ-ის ევროპულ სარდლობამ განაცხადა, რომ შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.

მომხდარის შესახებ რუსულ მხარეს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 სომხეთი არ ტოვებს კუხოს, ორგანიზაცია თავად ტოვებს სომხეთს - ნიკოლ ფაშინიანი

👉 ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა საქართველოს სახე არ არის, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, მიუღებელია - გია მურღულია

👉 თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისა და გაფართოების შესახებ

👉 ხამენეიმ ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა