მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა საქართველოს სახე არ არის, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, მიუღებელია - გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია

პრორუსული ძალების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს ფილოლოგი გია მურღულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია“.

„დღევანდელი აქცია და ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა თანამედროვე (არც ისტორიული) საქართველოს სახე არ არის - ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია.

პროტესტი ყველას შეუძლია გამოთქვას, მაგრამ ასეთი „განხორციელება“ ძალიან პრობლემური და სახიფათოა.
ის რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია და კონსტიტუციაშიც გვიწერია, მეტ პატივისცემასა თუ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მოითხოვს.
ამ არჩევანს სახელმწიფოც აქცენტირებული პრინციპულობით უნდა გამოხატავდეს დ იცავდეს“, - აცხადებს გია მურღულია. 

ცნობისთვის, პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და ფეხით გათელვის შემდეგ, მას ცეცხლი წაუკიდეს.

„ალტინფოს“ წევრები  საპროტესტო აქციას სააკაძის მოედანზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მართავდნენ, ხოლო შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. 

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და მისი დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისა და გაფართოების შესახებ

👉 ხამენეიმ ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა

👉 შსს-მ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

👉 კრემლი პრიგოჟინს პუტინის რეჟიმის საფრთხედ აღიქვამს - ISW