მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი არ ტოვებს კუხოს, ორგანიზაცია თავად ტოვებს სომხეთს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთი არ ტოვებს კუხოს, ორგანიზაცია თავად ტოვებს სომხეთს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მას გასულ წელს უთხრა, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიში იმის შესახებ, რომ სომხეთმა შეიძლება დატოვოს ორგანიზაცია. 

ფაშინიანმა თქვა, რომ მას ეს კომენტარები შეუსაბამოდ მიაჩნია და აღნიშნა, რომ არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თავად ორგანიზაციამ შეიძლება სომხეთი დატოვოს. 

„ჩემი შეფასებაა, რომ ორგანიზაცია, ნებით თუ უნებლიეთ ტოვებს სომხეთს და ეს გვაწუხებს. ჩვენ არ დაგვიმალავს არაფერი, რაც მოხდა. მოხარულები ვიქნებით დავიკავოთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა, თუ ამით არასწორ გზავნილს არ გავუგზავნით ჩვენს ხალხს, თუ ეს ნიშნავს სომხეთის უსაფრთხოებისთვის დამატებით გარანტიებს. თუ არა, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს ასეთი ნაბიჯის გადადგმაში“, - აცხადებს ფაშინიანი. 

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დიდი ხანია ძალიან თანმიმდევრულად მუშაობს ორგანიზაციასთან და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას. 

მისი თქმით, სომხეთმა ორგანიზაციას თავისი პრინციპები გადასცა.

„სომხეთი უკვე დიდი ხანია თანმიმდევრულად თანამშრომლობს კუხოსთან, თუმცა ახლა არსებობს კითხვა ფუნქციონირებს თუ არა ის სომხეთის ტერიტორიაზე“, - ამბობს ფაშინიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა საქართველოს სახე არ არის, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, მიუღებელია - გია მურღულია

👉 თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისა და გაფართოების შესახებ

👉 ხამენეიმ ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა

👉 შსს-მ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს