მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სულელი კლოუნის სამწუხარო დასასრული“ - კრემლში ბორის ჯონსონის გადადგომას მხიარულება მოჰყვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა, კრემლში ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს კომენტარები.

რუსმა მაგნატმა და კრემლთან დაახლოებულმა პირმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ ეს იყო „სულელი კლოუნის“ „სამწუხარო დასასრული“.

ჯონსონის გადადგომას რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც გამოეხმაურა და თქვა: „კლოუნი მიდის“.

შეგახსენებთ, დღეს, 7 ივლისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა.

„ძალიან სამწუხაროა მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვება, თუმცა პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი. ახალ ლიდერს მხარს მაქსიმალურად დავუჭერ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ამბის მორალი ასეთია: ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას“ - მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომაზე

👉 „თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის დახმარება განსაკუთრებული გახადა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადადგომაზე

👉 „ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ლიზ ტრასი ჯონსონის გადადგომაზე

👉 ბორის ჯონსონი გადადგა