BBC-ს ცნობით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8000-ს უახლოვდება.
სტიქიის შედეგად ორივე ქვეყანაში ასობით შენობა ჩამოინგრა და ათასობით ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ამავე თემაზე:
👉 🎥 შსს ბადრი ესებუას დაკავების კადრებს ავრცელებს
👉 რუსეთს დიდი შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს - ISW