მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა დღეს მოლდოვას თავისუფლებასაც იცავს - მაია სანდუ

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ მოლდოვის თავისუფლებასაც იცავს. ამის შესახებ სანდუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„უკრაინა დღეს იცავს საკუთარ თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებასაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მამაცი უკრაინელების, მაგრამ რისკები რჩება. უკრაინის წყალობით, დღეს არ არსებობს სამხედრო საფრთხე, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ჰიბრიდული ომის რისკების წინაშე.

ჩვენ ვხედავთ, რომ კორუმპირებული ჯგუფები მოლდოვაში, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, მოაწყვეს საპროტესტო აქციები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“, - აცხადებს სანდუ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთი ლუკაშენკოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს - ISW