მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინას ბენდუქიძე და სააკაშვილი სჭირდებოდა, უკრაინაში კი აღარც ერთია, აღარც მეორე“ - სვიატოსლავ პისკუნი

სვიატოსლავ პისკუნი

„უკრაინაში ბენდუქიძე და სააკაშვილი გვჭირდება რეფორმებისთვის, ახლა აღარც ბენდუქიძე არის ცოცხალი და სააკაშვილიც აღარ გვყავს“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა სვიატოსლავ პისკუნმა ტელეკომპანია „უკრაინა ლაივის“ ეთერში განაცხადა. 

„ბენდუქიძისნაირი ადამიანი უკრაინას ძალიან სჭირდებოდა რეფორმების გატარებისთვის. აქ ხომ მთავარი პრობლემაა კორუფცია და პოლიტიკოსების მხრიდან ტყუილის ლაპარაკი. მაგრამ რამდენად შეძლებდა ბენდუქიძე უკრაინაში იმის გაკეთებას, რაც მან საქართველოში მოახერხა? რთულია ამის თქმა, აქ სხვა მენტალიტეტია, სხვა მიდგომებია საჭირო.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა, ახლა აქ ისიც აღარ არის. და რა? ანუ რეფორმები გაჩერდა? ასე გამოდის. ამასთანავე, მე არ მიმაჩნია სწორედ სიტუაცია, როდესაც  უკრაინელების ცხოვრება იმაზეა დამოკიდებული, არის სააკაშვილი სამსახურში თუ არა“ - ამბობს ექსპერტი. 

ამავე თემაზე:

სააკაშვილი შეიძლება საკრალური მსხვერპლი გახდეს - ზატულინი

⭕ „გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან სააკაშვილის ექსტრადირებაშია“ - ანდრიუს კუბილიუსი

⭕ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას ესაჭიროება - კელი დეგნანი

⭕ „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

⭕ „სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი