მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიამ და ნიდერლანდებმა მოუწოდეს

იაპონიას და ნიდერლანდებს უკრაინიდან მოქალაქეები გაჰყავს

იაპონიამ და ნიდერლანდებმა მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებს, რომ უკრაინა სასწრაფოდ დატოვონ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ტოკიომ უკრაინაში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხე მაქსიმალურ, მეოთხე დონემდე გაზარდა. ეს მოწოდებები იმის შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, რადგანაც რუსეთთან ომის დიდი ალბათობა არსებობს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინიდან საკუთარი დიპლომატიური პერსონალის ნაწილი გაიყვანოს, რადგანაც, რუსი მინისტრის თქმით, სწორედ აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე პროვოკაციებს ამზადებენ.

დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზე საუბრობს, რაც, ნატოს და აშშ-ის სპეცსამსახურების აზრით, სრულმასშტაბიანი აგრესიისთვის მზადებას ნიშნავს. თავის მხრივ, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის მზადებას უარყოფს. როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, სწორედ უკრაინა ამზადებს შეტევას დონბასში და ამაზე მას უცხო ქვეყნის ძალები აქეზებენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ამერიკელებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - ჯეიკ სალივანი

🔴 „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴 „რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი შეიძლება დაიწყოს“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 „48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი“ - კახა გოგოლაშვილი