მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი შეიძლება დაიწყოს“ - ზურაბ ბატიაშვილი

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის შორის, ომის შესაძლო დაწყების შესახებ წერს.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით,  რამდენიმე დღეში, შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი.

ამასთან, ბატიაშვილი ამბობს, რომ პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.

„რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად და რამდენიმე დღეში, შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი.

ამას ხედავს დასავლეთი და ამიტომაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. ვიღაც ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, რომ პუტინმა უკვე მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება. ზოგი ამბობს, რომ არ იცის.

მე ეს მეორე უფრო სწორი მგონია. არავინ იცის, რეალურად რა ტრიალებს პუტინის თავში. 12 თებერვალს გაიმართება ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ.

პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას „სლავური ავღანეთი“ და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება.

არშეჭრის შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე - საერთაშორისო არენაზე. მან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში თავად ჩაიყენა თავი. საბოლოო გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს და თან მალე. დრო იწურება.

უკრაინაში კი არამარტო ამ ქვეყნის, არამედ ბევრი სხვის და მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება“, - წერს ზურაბ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

ამავე თემებზე: 

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 ზელენსკი: უკრაინა ნებისმიერი სახის „სიურპრიზისთვის“ მზადაა

🔴 თუ ზუსტად იცით, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით - ზელენსკი

🔴 აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში SWIFT-გან რუსეთის გათიშვა გადაიფიქრეს - babel.ua

🔴 ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

🔴 „მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში თუ უკრაინა დამარცხდა, სამშობლოს ვკარგავთ“ - თინა ხიდაშელი