მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როცა შვილთან ერთად სახლს ტოვებდა - მკვლელობა მექსიკაში

მკვლელობა მექსიკაში

მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, 47 წლის ანტონიო დე ლა კრუზს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც ის 23 წლის ქალიშვილთან ერთად საცხოვრებელ სახლს ტოვებდა. 

ანტონიო დე ლა კრუზი წლების განმავლობაში ადგილობრივ გაზეთ Expreso-ს რეპორტიორი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი 12-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია, რომ დე ლა კრუზი ისეთ თემებს აშუქებდა როგორიც არის უსაფრთხოების საკითხები,  სოციალური თემები. ის ასევე აშუქებდა პოლიტიკურ საკითხებსაც. 

სახელმწიფო პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციალიზებული განყოფილება ინფორმირებულია. ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას იწყებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა

➖  რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა - კომერსანტი

➖ რუსული „გაზპრომის“ აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

➖  ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში

➖  გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ძალადობა - R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა