მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველზე, ამასობაში კი დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“ - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა. 

ხაბეიშვილმა 9 აპრილს პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა და ხელისუფლებას დრო აღნიშნულ თარიღამდე მისცა. 

„რუსულმა ე.წ. „ალტ-ინფომ“ და რეალობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ევროკავშირის დროშა. ეს არის მიუღებელი. ჩვენ არ გვსურს რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. მე გთავაზობთ, 9 აპრილს 17 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეასრულონ. მივცეთ დრო, რომ როგორც რუსული კანონი გაიწვიეს 3 წუთში, ისე ანახონ საქართველოს, რომ იწყებენ 12 რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ და მშვიდობიანად შევიკრიბოთ 9 აპრილს პარლამენტის წინ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო - ედუარდ სააკაშვილი მამაზე

👉 „მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“ - ბილ ბრაუდერი სააკაშვილზე

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

👉 „ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა“ - გიორგი მელაშვილი

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს