მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ენმს წევრი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაქცევა დაპირისპირების საგნად, არასწორია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

აკაკი მინაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შესახებ, ტყუილს უწოდებს. 

„მთავარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის მთავარი საკითხი, რომელზედაც ყველა ჩვენგანი ფიქრობს და რომელიც მთავარი საფიქრალია „ნაციონალური მოძრაობის“ და ამის პოლიტიკურ თემად ქცევა, ვითომ ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან, ამ საკითხის, ჯანმრთელობისა და გადარჩენის საკითხის ქცევა დაპირისპირების საგნად, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და არამართებულია. ახლა არ არის იმაზე ფიქრის დრო, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა პოლიტიკაში, ახლა მისი გადარჩენის დროა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე

✅ თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე

 „უნდა მოვრჩეთ პაპუასობას“ - გიორგი ჩალაძე

✅ „ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპყრობილეში და იქიდან რამდენიმე თვეში დაავადებული ადამიანი მივიღეთ“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია - მარიამ ჯიშკარიანი