მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

„აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება და მისი გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია.

„კრიტიკული მდგომარეობა არ არის. მას გაეწია გადაუდებელი ინტენსიურ თერაპიული ღონისძიებები, რამაც დაასტაბილურა მდგომარეობა. თუმცა, მკურნალობის მიზანს შეადგენს გამოჯანმრთელება ან მნიშვნელოვანი პროგრესი. მის მდგომარეობაში თუკი იქნებოდა ადეკვატური მკურნალობა, შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

ამჟამად მიმდინარეობს „ვივამედში“კვლევები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გამოჯანმრთელების გზაზე დგას. 

აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მას სჭირდება 2-წლიანი მკურნალობა და არის 20% გამოჯანმრთელების შანსი.

ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ჩავთვლით ახლა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია იმ საერთაშორისო გაიდლაინებით, რომელიც უნდა ჰქონდეს მას განსაკუთრებით ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით. ასევე, რაც შეეხება აღდგენით თერაპიას, ესეც უნდა ჩატარდეს ისეთ დაწესებულებაში ვისაც აქვს გამოცდილება აღდგენითი თერაპიის ჩატარების“, - აცხადებს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დაავადებათა „თაიგული“ რომელიც აქვს ბატონ მიხეილს მოითხოვს დიდი ხნის მკურნალობას“ - ოთარ თოიძე

✅ „ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

✅ „მძიმეა დიაგნოზები, ის გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე