მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.  

„მდგომარეობა კიდევ დამძიმებულია, გუშინ 4 საათის შემდეგ დამძიმდა, დღეს კიდევ უფრო მძიმედაა. ძირითადად ვისაუბრეთ პროცესის დაჩქარებაზე, ითხოვა, რომ თუ შესაძლებელია, რომ პროცესი დაჩქარდესო. სხვა თემებზე არ გვისაუბრია, რადგან მეეჭვება, რომ რამეს უყურებდეს, უყურებს მხოლოდ უკრაინულ არხს.

ჩემს განცხადებაში პარტიის წევრებზე და თვითონ პარტიაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. თუ რამე აინტერესებთ ამ მიმართულებით {პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა}, შეუძლიათ შევიდნენ ბატონ მიხეილთან, ნახონ მისი ოჯახის წევრები და დაელაპარაკონ ამ თემაზე“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე

 „უნდა მოვრჩეთ პაპუასობას“ - გიორგი ჩალაძე

✅ „ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპყრობილეში და იქიდან რამდენიმე თვეში დაავადებული ადამიანი მივიღეთ“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია - მარიამ ჯიშკარიანი

✅ „ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე