მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები გუშინ 20 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, შვილს, ედუარდ სააკაშვილსა და ექიმს, ოთარ თოიძეს შეხვდნენ. მათ ევროდეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

ადვოკატის თქმით, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება.

„ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის სიტუაცია, სადაც აღვწერდი, რომ ვიზუალურად იგი გამოიყურება როგორც გარდაცვლილი ადამიანი, სახე, ხელები, დაადასტურა ეს და თქვა, რომ მასაც გააჩნია ანალოგიური ინფორმაცია სახალხო დამცველისგან. ისინი დაინტერესდნენ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელის გადავადება.

დაინტერესდნენ ვადებით, ვუთხარი, რომ დაახლოებით 2-3 კვირა იქნება ეს ვადა, სანამ ჩვენ სასამართლოში შევიტანთ, თუ ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ დარბაზში როდესაც შევალთ, დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„უნდა მოვრჩეთ პაპუასობას“ - გიორგი ჩალაძე

„ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპყრობილეში და იქიდან რამდენიმე თვეში დაავადებული ადამიანი მივიღეთ“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია - მარიამ ჯიშკარიანი

✅ „ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე