მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინიმალურს ჭამს - გიული ალასანია სააკაშვილზე

სააკაშვილის დედა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მაკრონი აღნიშნავს, რომ  ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ.

მისი თქმით, მაკრონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

ამასთან, ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია, ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მე ვერ დავინახე. მთლიანობაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა წევს ადამიანი, ვერ მოძრაობს, ჭამს მინიმალურს“, - აცხადებს ალასანია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ერთი კვირაა ყოვნდება - გიორგი ჩალაძე

👉 „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის, დეპუტატები ტყვეობაში არიან - ბაჩო დოლიძე

👉 კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი - გია ხუხაშვილი

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

👉 „ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს“ - ელისაშვილი