მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს - ვანო მერაბიშვილი

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი

„ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა,“ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „უკრაინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა

„ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინიმალურს ჭამს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ერთი კვირაა ყოვნდება - გიორგი ჩალაძე

👉 „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის, დეპუტატები ტყვეობაში არიან - ბაჩო დოლიძე

👉 კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი - გია ხუხაშვილი

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი