მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამასობაში თაობა გაიზარდა, რომელმაც არც იცის „ნაცები“ და მეგის ქარდავა ქალი ჰგონია - ელისაშვილი

პოლიტიკოსი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა და ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში არმოშვება.

„ქართულ ოცნებას“ ერთი რამ დაავიწყდა, შეიძლება მოიგონო რაღაც პროპაგანდა და ამუშაო და ბუა შექმნა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას ყავლი გასდის. ეს „ნაცები“, „ნაცები“ გავიგეთ, მე-11 წელია ამას გვეუბნებიან და ამასობაში, ჩვენს თვალსა და ხელს შუა გაიზარდა თაობა, რომლებმაც არც იციან ეს „ნაცები“ და მეგის ქარდავა ქალი ჰგონიათ. მეორე ამბავია, რომ ომში გვითრევენო, გვესმის 1 წელი, ვის რაში სჭირდები, უკრაინა გადაამტვრევს ხერხემალში ცოტა ხანში. 11 თვეა კასპისხელა ბახმუტი ვერ აუღია რუსეთს. ტექნიკაც მიაყარეს, აღჭურვილობაც... ვინ გითრევს ომში. ესეც გაცვდა და ეს რაღაცა მასონები და ფრანკლინის კლუბი... პრემიერი საერთოდ სად ცხოვრობს, რაების სჯერა? იმის ნაცვლად, რომ ხალხზე იფიქრო... იმიტომ, რომ ჯიპში რომ ჩაჯდები და აწევ დაბურულ მინას, აღარ ჩანს იქიდან საქართველო. ბაზარში ეგენი არ დადიან და მეტროში ეგენი არ ჩადიან. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს მთავრობაში“, - ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, ახლა ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია.

„ვანო მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან რაზე უნდა ვილაპარაკო. ადამიანი რომ ფულს მოგვპარავს, ის ხომ ცუდი ტიპია? ვინც არ უნდა იყოს. კეზერაშვილი არის მექრთამე, რომელმაც ასეულობით მილიონი დოლარი ჯარს მოჰპარა, ამასთან როგორ უნდა დავჯდე. „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე ხელში ჩაიგდებენ ძალოვან სტრუქტურებს. ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოვლენ, ქარდავას გამოიყვანენ, გლდანის ციხეში რა ცოდვის კალოც იყო, იმას დაატრიალებენ. სად არის გარანტია, რომ ფრთებს არ გაშლიან“, - ამბობს ელისაშვილი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

📢 ჩინეთს სურს, რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს - გიტანას ნაუსედა

📢 გორში, კომბინატის დასახლებაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს

📢 იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

📢 აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა - გიული ალასანია