მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

ანი წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ექიმების მოთხოვნით შიმშილობა შეწყვიტა.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მგულშემატკივრობდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ არა ისინი მე დღეს ვერ შევძლებდი აქ ჯდომას და საუბარს. დიდი მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც ამ დღეებში სრული შემადგენლობით იყო ჩემს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს.

მე პირველივე დღიდან არ მქონდა იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და იმ ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს.

მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ მეტი ხიდი და არ პირიქით“, - განაცხადა წითლიძემ.

ექიმების განცხადებით, წითლიძის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით“ - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, წითლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 11 დღე შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

👉 „სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

👉 „ეფესბემ“ უკრაინული დივერსიული ჯგუფი გაანადგურა - რუსული მედია

👉 რუსეთში დედამ სამი შვილი მოკლა - მისი თქმით, ბავშვებს სულში ეშმაკი ჰყავდათ ჩასახლებული

👉 „ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული - აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს“ - პოდოლიაკი