მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ ვიქცევით ისე, თითქოს სახელმწიფოდ ახლა ვიბადებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ამ ინსტიტუტების პატივისცემა გაგვაჩნია. 

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია მართლმსაჯულების რეფორმა და მისი ბოლომდე მიყვანა.

„პირველად, შეიძლება ბოლო პერიოდში, შეძლებენ პარტიები და ყველა შეძლებს, რომ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენონ. ძალიან ახლო ისტორიაში სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ეს არის ის, რაც ვერ შევძელით.

ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ესეც ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას, ჩვენ სად ვიყავით და სად ვართ.

ახლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, თითქოს დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, აბა მოდით, იმუშავეთ ამ კუთხით და შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან - სალომე ზურაბიშვილი

✔️ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

✔️ უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო - იაგო ხვიჩია

✔️ „ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას გზა გაუხსნა უკეთესი მომავლისაკენ - ნინო ბურჯანაძე

✔️ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირალები, მკვლელები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“