მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი

„არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ეს ამბები ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. 

„პრეზიდენტი მმართველი ხელისუფლების მიერაა შერჩეული. მათ სთხოვეს ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილის არჩევა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ. ამიტომ მგონია, ყურადღების გადატანის მცდელობა უფრო იყო ეს ამბები, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტი ემზადება საშობაოდ მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად - შალვა ნათელაშვილი

✔️ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ის ციხეში დარჩეს - მიხაილ ხოდორკოვსკი

✔️ უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თუ არ გადავარჩენთ, მსოფლიო ინანებს ამას - დმიტრი გორდონი

✔️ „მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი“ - ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი

✔️ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება - ფეიგინი