მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა და არასდროს! ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე უცვლელია“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რათა ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულირებისა და დესტაბილიზაციის საფუძველი არ გახდეს.

„ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ქვეყანაში არალეგალური გზით შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისა და დესტაბილიზაციისთვის. ეს არის და ეს... ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი