მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობები დატოვეს

ბაჩო დოლიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი პატარაია

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის სამმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ თანამდებობები დატოვეს.

ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანი იყო, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

სამივე მათგანი რჩება პარტიის წევრად, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე - მეუფე ნიკოლოზი „ვივამედში“ არ შეუშვეს

👉 ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა, პარტიის წევრებს მოვუწოდებ, დატოვონ „ნაცმოძრაობა“ - იაგო ხვიჩია

👉 „ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე“ - ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

👉 რუსეთმა, შესაძლოა, მობილიზაციის მორიგი ტალღა განახორციელოს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, ახლა ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა - თამარ ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილზე