მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრეგაძის განცხადებით, სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დასკვნა შესაბამისი წესით სასამართლოს წარედგინება და გაგრძელდება მსჯელობა სასჯელის შემდგომ გადავადებასა და მისი შემდგომი მოხსნისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიტუაცია არის სპეკულაციების საგანი, ჩვენ ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყო ინფორმირებული. კერძოდ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს და მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხსნისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. 

ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. 

ჩვენ მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ვგულისხმობ ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. 

ეს დასკვნა შესაბამისი წესით სასამართლოს წარედგინება და ბუნებრივია, გაგრძელდება მსჯელობა სასჯელის შემდგომ გადავადებასა და მისი შემდგომი მოხსნისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში“, - აცხადებს რატი ბრეგაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  „ფეხმძიმობაზე არ მომთხოვდეს ტესტს „ვივამედი“ და არ ვჩივი არაფერს - შალვა ხაჭაპურიძე

➖ „ქალების წაშლა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან“ - გაეროს განცხადებით, „თალიბანი“ ქალთა დახმარებაზე ახალ წესებს შემოიღებს

➖  თურქეთმა ნატოს გაფართოებაზე სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

➖  ნატომ „რამშტაინის“ შეხვედრის მორიგი თარიღი დაასახელა

➖  მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე