მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩარკვიანი „კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებელია“ - მელია

ნიკა მელია და თაკო ჩარკვიანი

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ჩარკვიანი ჭორებს „კაგებეს“ მეთოდით ავრცელებს. 

„დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის „დავალებით“ ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

„კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.

ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით ახალ სატელიტურ პარტიას ქმნის.

„ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იქ ნიკანორ მელია წევრიანდება, ხატია დეკანოიძეც ჩართულია ამ ამბავში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო - ნანუაშვილი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხზე

👉 ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მდინარაძე ზურაბიშვილზე

👉 ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა