მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი მოწოდებაა მთავრობამ უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში“ - აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატიმარს ეპყრობოდნენ სამართლიანად, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„აშშ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ეს საკითხი. როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება არ არის საჭირო და შესაბამისი პირობები, რომლითაც მას უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ის საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში.

ასევე ჩვენ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს მათ. ცხადია ეს არის ძალიან სათუთი და ემოციური მდგომარეობა და მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამიტომ ჩვენი ძლიერი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილება. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პატიმარზე არ ძალადობდნენ და იყოს დაცული მისი უფლებები“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ“ - ლიზა იასკო

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი