მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

„რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: [email protected]“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

👉 „ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“ - ნიკა მელია

👉 „პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური

👉 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი