მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე კანდიდატურები შემცირდება“ - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. 

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება და ისინი თავად ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან. 

„ძალიან დასანანი და ცოტა უხერხულია, როდესაც სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, მის მიერ ჩამოყალიბებულ ევროპული ყაიდის გაერთიანებაში დღეს იმართება ის, რაც იმართება [თავმჯდომარის არჩევნები], მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ თანმხვედრი ნაბიჯით დავხვდით. რამ მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალში ვიტყვი. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რადგან პარტია უნდა წარმოჩნდეს სრულიად სხვაგვარად ამომრჩევლის თვალში. დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე კანდიდატურები შემცირდება. როგორც ჩანს საბოლოო ჯამში იქნება 2 კანდიდატი - მე და ლევან ხაბეიშვილი“, - განაცხადა მელიამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი: მსოფლიოში სურსათის დეფიციტი დასავლეთის ავანტიურულმა და არაპროფესიონალურმა პოლიტიკამ გამოიწვია

👉 „პოლონეთში რაკეტის ინციდენტი მოსკოვისა და მინსკის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო“ - ლუკაშენკო

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

👉 რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ისკანდერისა და S-400-ის სარაკეტო სისტემები განათავსა - უკრაინული მხარე

👉 „ზელენსკი უნდა დაისაჯოს, იგი ტრიბუნალს უნდა წარუდგინონ“ - ვოლოდინი