მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე არ ვიქნები, აქციები ახლა სწორად არ მიმაჩნია - სამნიძე

პოლიტიკოსი

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ 9 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. 

მისი თქმით, აქციების გამართვის დრო ახლა არ არის. 

„ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე, რა თქმა უნდა, არ ვიქნები. აქციები ახლა სწორად არ მიმაჩნია. პრეტენზია მაქვს „ნაცმოძრაობასთან“, ბატონ ხაბეიშვილთან და მის მუშაობასთან პარლამენტში 12 პუნქტზე. ქუჩაში ვინც იდგა, ეს ადამიანები ქუჩაში იდგნენ ერთადერთი მოთხოვნით - „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონის უკან წაღება და ქვეყნის ევროპული მომავალი. ერთი გზავნილი იყო - ჩვენ გვინდა ევროპა, იქ არავის მოუთხოვია ხელისუფლების ცვლილება და ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, მოთხოვნის ცვლილება  ამ აქციაზე პოლიტიკოსების მხრიდან, როცა ეს არ იყო პარტიული აქცია დააზიანებდა პროცესს და კარგია, რომ ჩვენ ეს პროტესტი არ გავაფუჭეთ, ამის საფრთხეს ვხედავდი ყოველთვის“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

ცნობისთვის, ხაბეიშვილმა 9 აპრილს პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი

👉 როდესაც უნდათ მოგვცემენ იმ კანდიდატის სტატუსს, როდესაც უნდათ არ მოგვცემენ - მეუფე სტეფანე

👉 თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში - ხათუნა სამნიძე

👉 მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო - ედურდ სააკაშვილი მამაზე

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე