მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, სანდრამ და დედამ“ - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

„საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც მითხრა, რომ თუ არ ჩამოვიდოდი, ჩვენ დავკარგავდით ქვეყანას. ამის შესახებ მითხრა სანდრამაც, რომელსაც ძალიან ვენდობი, რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოესი ადამიანები და უკრაინელი მეგობრებიც კი ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ხალხისთვის იმედის გასაჩენად ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო.

„სანდრას ნამუშევრის კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაშიც, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ასევე, სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც. 800 დოლარი რომ ჰქონდა ხელფასი, 400 დოლარი ქველმოქმედებაზე იხარჯებოდა. ასევე მითხრა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა თბილისიდან უკრაინაში, რომ თუ არ ჩამოვიდოდი, ქვეყანას დავკარგავდით და ამ ადამიანის აზრიც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

და ბოლოს დედაჩემმა, რომელიც ამ დარბაზში ზის და რომელიც არის საქართველოს ისტორიის პროფესორი და ძალიან კარგი მცოდნე, მითხრა, რომ როგორც დედას, არ უნდა რომ თავი საფრთხეში ჩავიგდო, მაგრამ, როგორც პატრიოტი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაშია და მითხრა, მე არ ვარ მხოლოდ დედა. ახლა ვართ ისეთ ცუდ სიტუაციაში, რომ რაღაც უნდა ვქნათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტის თქმით, მისმა უკრაინელმა მეგობრებმა, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ უთხრა, რომ ქვეყანაში ხალხი უიმედო მდგომარეობაშია და დრო იყო, რომ მას ვითარების შესაცვლელად რაიმე მოემოქმედებინა. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია