მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი,

„ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე,  „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის განცხადებას, სადაც დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. 

მისი თქმით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი „ოცნებიდან“ არ წასულან.

„ისინი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. მათი პროფილია „ქართულ ოცნებაში“ ამერიკისა და დასავლეთის ვითომ „მხილება“ ანტიქართულ საქმეებში. ეს არის 100%-ით რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსია, რასაც ეს ადამიანები აწარმოებენ და  დავარქმევ ამ ჯგუფს სახელს, ესენი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები.

მაშინ, როცა აგვისტოა და სწორედ ამ პერიოდში, 14 წლის წინ რუსეთმა განახორციელა აგრესია, სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, ამ ჯგუფს არ გახსენებია რუსეთი, რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება აქამდე არ გაუკეთებიათ. ჩასაფრებულები არიან და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციაში არ მოეწონათ სიტყვა „უნდა“ და ამბობენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი იზღუდება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია

👉 „კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა“ - სარჯველაძე 4 დეპუტატის წერილზე

👉 რატომ არ მცირდება საწვავზე ფასი?  - კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს

👉 „პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე