მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანონის მიღება არის ხმა ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგ - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი გუშინ საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ  რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს. 

„ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს მინიშნებად უნდა მიიღოს.

დღეს რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება არის ხმა საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველო ევროპაა“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა, შენს ადგილას გადავდგებოდი - წითლიძე ლევან იოსელიანს

👉 დღეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართება

👉 როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები