მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე

სოსო თოფურიძე

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავს. ის პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხალხი შიმშილობს, ოპოზიცია კი მხოლოდ რეკლამაში ხარჯავს ძალიან დიდ თანხებს.

„პატივცემულო საზოგადოება,

მე, მივიღე სიგნალი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ.
გაცნობეთ თქვენ, ხალხს, რამეთუ ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს თქვენთვის!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თუ რამე თანხა ირიცხება, ის თანხა პირადი ფუფუნებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს, თუ საჩუქარს იღებს, დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს!

სამწუხაროდ, ხალხში უნდობლობა გაჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, კეთილი ინებეთ, ხალხს დაელაპარაკეთ და სიმართლე უთხარით, რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ ვრცელდება ხმები პარტიის შიგნით ფიზიკურ დაპირისპირებაზე?! სანამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას გააკეთებს, მე ხალხს გავაცნობ კონკრეტულ ინფორმაციას:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას Facebook გვერდის რეკლამაზე დახარჯულ, ენმ-ს გადარიცხულ თანხებს დახარჯული თანხა შეადგენს: 177 583$ 4 აგვისტო 2020 წელი - 3 თებერვალი 2022 წელი. წყარო facebook ის რეკლამების ბიბლიოთეკა.

მე, არაფერს არ ვამტკიცებ მხოლოდ ხალხს წარვუდგენ საჯარო ინფორმაციას, დახარჯული თანხის შესახებ!
განუმარტეთ საზოგადოებას, რატომ ხდება, რომ ხალხი შიმშილობს და თქვენ, ოპოზიცია, ჩემი აზრით, უზარმაზარ თანხებს ხარჯავთ არამიზნობრივად?!

საქართველო კორუფციის გარეშე“, - წერს თოფურიძე.

მანამდე თოფურიძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ასევე ნიკა მელიაზე წერს და ამბობს, რომ ხალხის ფულით ცხოვრება მოიწყო. ის ამავე კონტექსტში მოიხსენიებს ოპოზიციის დანარჩენ წევრებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ყველას არ ეხება.

„საქართველოში თანამდებობაზე ყოფნის დროს მე და ჩემი კოლეგები ვიცავდით თქვენს უფლებებს!
დღეს, მე გახლავართ პოლიტდევნილი, მიუხედავად ამისა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც შემეძლება, ყოველთვის დავიცავ ჩემი ხალხის უფლებებს და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს ჩემი ხალხის მოტყუება!
ეს წუთია მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც, ძალიან გამაღიზიანა! !

რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა:

👉 Faceebook - 500 000

👉 დაცვის ხელფასი: 18 000 თვეში!

👉 საწვავი 4 ტონა: 12 000 თვეში!

👉 ხელფასი - 10 000 თვეში!

👉 უცხოეთში ვოიაჟები: 41 000 !

👉 ჯამი - 81 000 თვე

👉 პლუს რეკლამები, სულ, წელიწადში 1 471 000!

ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ?!

ჩვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით,
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის შეუპოვარი დათა ახალაიას მეთაურობით, მთელი დეპარტამენტი 24 საათი ვებრძოდით კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს, სიკვიდილ-სასიცოცხლო ბრძოლაში, ყოველ დღე ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავდით, ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას ვიცავდით!!!

ჩვენ შევძელით შეუძლებელი, მაფია დავამარცხეთ!!! არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2012 წელს სამშობლო დავტოვეთ! 10 წელი იძულებით პოლიტდევნილობაში ვართ! 10 წელი ჩემი გმირი მეგობრები საპყრობილეში იხდიან არ ჩადენილ სასჯელს!

საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში, პოლიტპატიმარია და თქვენ, ზოგიერთებმა ფუფუნება მოუწყვეთ თქვენს თავებს?! ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!!! თქვენ ხართ ოპოზიცია ?! თქვენ, ოქრო ვერცხლს დამონებულო ზოგიერთო ოპოზიციის წარმომადგენლებო, ჩვენს გაკვალულ გზაზე მოხვედით და 10 წელი ბრტყელ  ბრტყელ სიტყვებს ისროდით ჩვენზე, რომ პასუხისმგებლობას იღებთ იმაზე, რაც ხდებოდა!

ცუდი რა ხდებოდა ?! სამშობლოს სიყვარული, რეფორმები, ქვეყნის აღმშენებლობა დანაშაულია?!
თუ ვინმე სამართალდამცავმა დანაშაული ჩაიდინა, რაც სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ხელისუფლების დროს! ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა დაპატიმრებული იქნა! ვისაც არ სჯერა, გადაამოწმოს და დარწმუნდება, რომ მე, იოსებ თოფურიძე სიმართლეს მოგახსენებთ!

აბა, რაზე იღებთ პასუხისმგებლობას?! თქვენ თუ რამე დანაშაული იცოდით და დამალეთ, ე.ი. თქვენ ყოფილხართ სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენ რატომ ვართ ციხეში?! რატომ ვართ დევნილობაში ?! თქვენ, ჩვენზე გადატეხეთ ჯოხი და ცხოვრება მოიწყვეთ!!!

არავის, არავის, არავის ეპატიება ხალხის მოტყუება და ხალხის კუთვნილი ფულის მითვისება!!! საქართველო შიმშილობს, ხალხი თქვენ იმედის თვალით შემოგცქერით და თქვენ მდიდრდებით!!!
ხალხნო, ეს რა ხდება ?! ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ, ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!!!
რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერს ეს რისხვა არ ეხება, მაგრამ სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშანავდა?! თქვენი, თქვენი შემოსავალიც დასათვლელია!

ამ საქმის მიჩუმათება არ შეიძლება, ვის აყრით ნაცარს თვალებში, ხალხს, რომლებმაც მანდატი მოგცათ პარლამენტში შესასვლელად, იმ ხალხს ძარცვავთ?!! გამოსავალი იპოვეთ, არა? ნიკა მელიას გაათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან? ტაში, ყოჩაღ!!!

წინასწარ, გადამოწმების გარეშე, მე დასკვნის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ თუ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენება, ხალხის, ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მითვისება,
მაშინ, ყველა დამნაშავე :

ყველა, ციხეში!

ყველა, ციხეში!

ყველა, ციხეში!

ჩემს ქვეყანაში ხალხი უფლებები უზენაესი უნდა იყოს!!! საქართველო კორუფციის გარეშე !!! რას და ვის უძლებდი, ჩემო მიშა!!!! ქართველო ხალხო, შემართებით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!

პატივისცემით,

პოლიტდევნილი იოსებ თოფურიძე. 

ხო, მართლა, არჩევნებზე გამახსენდა, დრო გახლავთ ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი! რასაც ვერ ალაგებს ადამიანი, დრო დაალაგებს, ისევ ადამიანების ხელით მხოლოდ სხვა დროში, როცა ცვლილებების დრო მოვა!
ცვლილებების დრო მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში მოვიდა, კატასტროფული სისწრაფით იცვლება მოვლენები! უკრაინა სამამულო ომს იგებს! უკრაინელი ხალხის გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვებაა!
საქართველოში იწყება ახალი ცხოვრება! არავითარი პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები საქართველოში აღარ იქნება. მხოლოდ ხალხს დაუბრუნდება, ხალხის მოპარული ფული“, - წერს თოფურიძე.

ცნობისთვის, სოსო თოფურიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანია. ის საქართველოში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს. თოფურიძე ახლა ბულგარეთში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წელი ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი, პულსი 170, წნევა 220“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 „უკრაინის წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“ - ანდრეი ერმაკი ნატოში გაწევრიანებაზე

👉 დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ალეკო ელისაშვილი