მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის, ახლა პრეზიდენტზეა გადასული“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი

„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის დაპირისპირების შედეგს უფრო ჰგავს ის, რომ კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად არ არის წარდგენილი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, „ოცნება“ ახლა პრეზიდენტს უპირისპირდება. 

„მართლა უცნაურია, რადგან არ მსმენია, რაიმე კონკრეტული პრეტენზია ყოფილიყოს გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, მით უმეტეს მან 2021 წლის არჩევნები ჩაატარა და მართლა უცნაურია, რატომ არ არის წარდგენილი, თუნდაც არჩევანი რომ ყოფილიყო. ვწუხვარ, რომ ეს ისევ ჩვენი ზოგადად პოლიტიკური დაპირისპირების გამო მოხდა და დღეს „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის და ახლა პრეზიდენტზეა გადასული. შესაბამისად, ამ დაპირისპირების შედეგს უფრო ჰგავს ის, რომ არ არის კალანდარიშვილი წარდგენილი, ვიდრე იმას, რომ რაიმე რაციონალური ახსნა ჰქონდეს“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა

👉 „ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

👉 „ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“ - ნიკა მელია

👉 „პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური