მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

პოლიტიკოსი

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლავენ და ამაში სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს და სახელმწიფოს ადანაშაულებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს. 

გუბაზ სანიკიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და საწოლიდან ვეღარ დგება. 

სანიკიძე, ასევე, ამბობს, რომ მოსახლეობის 80% ახლა ხმას აძლევს 2 კაცს - ბიძინა ივანიშვილს ან მიხეილ სააკაშვილს.

„საკუთარი ფეხით შევიდა სამკურნალოდ ადამიანი და ჩაწოლილია საწოლში. მე ხომ არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და სამარშრუტო მიკროავტობუსის ჭორები?! თვე-ნახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე იდგა, ვსაუბრობდით და მოძრაობდა. ბოლოს რომ მივედი და ვნახე, ვეღარ დგებოდა, ჩაწოლილია, განახევრებულია, კვდება კაცი! რაღად უნდა ამას დასკვნები.

კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! ბიძინა კლავს! არ მოაკვლევინებენ მიშას, ეს გამორიცხულია. მიდის ომი. რასაც გაპატიებენ მშვიდობის დროს, იმას ომის დროს არ გაპატიებენ. ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აქამდე მიშა ითვლებოდა ცელქ პოლიტიკოსად, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა რუსეთს უმიზეზოდ, მაგრამ ახლა გამოდის, რომ არის მსხვერპლიც და გმირიც. 80% მოსახლეობის ხმას აძლევს 2 კაცს - ბიძინას ან მიშას. ადრე რომ ამბობდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავი, ხელს გვიშლისო, ახალა ყველა მიხეილ სააკაშვილის სახელს გაიძახის“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მისი მდგომარეობა ფატალურია, მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია - ლევან ფერაძე

✔️ 🎥 მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკივით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი, „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ თუ სააკაშვილს ტუბერკულოზი დაუდასტურდება, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება - ვალერი გელბახიანი

✔️ „განახევრებულია ადამიანი“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე